ქუთაისის N16 სკოლის პირველკლასელთა ზღაპრული საანბანო გაკვეთილი
30-10-2024

ქუთაისის N16 საჯარო სკოლის პირველკლასელებმა ანბანის სწავლა საზეიმოდ დაიწყეს. 

პირველი კლასის მასწავლებელმა ლანა კილაძემ  საჩვენებელი გაკვეთილი „აი ია“ ჩაატარა.

პედაგოგის დახმარებით, პატარებმა ანბანის ჯადოსნურ სამყაროში დიდი სიხარულით შეაბიჯეს. მათ გაიცნეს „ი“ და „ა“ ასოები;  გაიხსენეს შესწავლილი ლექსები იაზე; თავიანთი პატარა ხელებით დაამზადეს აპლიკაციები.

გაკვეთილი დატვირთული იყო სხვადასხვა სახალისო აქტივობით. გაკვეთილის ბოლოს ცოდნის ჯადოსნური სკივრიდან  ლანა მასწავლებელმა 33 ასო ამოაფრინა და საყვარელი ბავშვების დახმარებით საკლასო ოთახში თვალსაჩინო ადგილი გამოფინა.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203