ახალქალაქის N4 საჯარო სკოლაში მოსწავლეები დიდი პატივისცემას გამოხატავენ პედაგოგების მიმართ, აფასებენ მათ ღვაწლსა და გვერდში დგომას.
ცხადია, მოსწავლეებმა მასწავლებლის ეროვნული დღეც საინტერესო აქტივობით აღნიშნეს.
სკოლის სამოქალაქო განათლების კლუბის ხელმძღვანელის, რუზანნა ერემიანის ხელმძღვანელობით, კლუბის წევრები სახლებში ესტუმრნენ სკოლის ამაგდარ პედაგოგებს, რომელთაც უკვე დაასრულეს პედაგოგიური მოღვაწეობა.
ბავშვებმა დიდი პატივისცემითა და სიყვარულით მიულოცეს მასპინძლებს მასწავლებლის ეროვნული დღე და მადლობა გადაუხადეს იმ ღვაწლისთვის, რაც განათლებული თაობების აღსაზრდელად გაიღეს.
ღვაწლმოსილი პედაგოგები: ლიზა ოსიძე, ელენა ხოდიკიანი, ვართუი სარქისიანი, როზა აკოპიანი, ჰასმიკ ტონაკანიანი, ლარისა სეროპიანი, ჯულიეტა შახბეკიანი, ჰერაჩუჰი ჩოლახიანი, ოფელია სუქიასიანი, გოჰარ გალუსტიანი და ანჟიკ იგიდხანიანი, მოხარულები დარჩნენ მოსწავლეთა ვიზიტით და სასიამოვნო სიურპრიზისთვის მადლობა გადაუხადეს.
როგორც სკოლაში გვიყვებიან, თითოეული მათგანი მრავალი ათწლეულის მანძილზე ღირსეულად ემსახურებოდა თაობების აღზრდასა და მაღალი პასუხისმგებლობის მქონე სამოქალაქო საზოგადოების განვითარებას ,შემდეგ კი ასპარეზი ახალგაზრდა პედაგოგებს დაუთმეს.