ქუთაისის N7 სკოლაში მოსწავლეთა თვითმმართველობის არჩევნები ყველა წესისა და პროცედურის დაცვით წარიმართა 
30-10-2024

ქუთაისის N7 საჯარო სკოლის მოსწავლეები დემოკრატიულ ღირებულებებზე იზრდებიან, მათი სამოქალაქო პასუხისმგებლობის ამაღლებაზე კი პედაგოგები აქტიურად ზრუნავენ. 

9 ოქტომბერს მოსწავლეთა თვითმმართველობის არჩევნები წარმატებით ჩატარდა. არჩევნები წესებისა და პროცედურების სრული დაცვით წარიმართა. დღეს კი მოსწავლეთა თვითმმართველობას ხელმძღვანელობს თვითმმართველობის მიერ არჩეული თავმჯდომარე - თამარ კვიტატიანი.

როგორც სკოლაში გვეუბნებიან, მოსწავლეთა თვითმმართველობის ძირითად ამოცანას წარმოადგენს ხელი შეუწყოს სკოლის ფუნქციონირებასა და მმართველობით საკითხებში მოსწავლეთა მაქსიმალურ ჩართულობას.

მოსწავლეთა თვითმმართველობის არჩევნების ჩატარებას ფასილიტაციას უწევდა სამოქალაქო განათლების პედაგოგი, კლუბის მეურვე ზაირა ტყაბლაძე.

შეგახსენებთ, რომ მოსწავლეთა თვითმმართველობა არის მოსწავლეთა არჩევითი ორგანო, რომელიც წარმოადგენს სკოლის სტრუქტურულ ერთეულს. 

მოსწავლეთა თვითმმართველობა დაკომპლექტებულია საბაზო და საშუალო საფეხურის მოსწავლეებისგან, რომლებიც აირჩევიან შესაბამისი საფეხურების მოსწავლეთა მიერ.მოსწავლეები თავიანთ წარმომადგენლებს თვითმმართველობაში ირჩევენ თანასწორობის საფუძველზე, ფარული კენჭისყრით, კლასების მიხედვით თანაბარი წარმომადგენლობის პრინციპის დაცვით.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203