კერძო სკოლა „ჰელიოსის“ პროფესიონალი პედაგოგები მოსწავლეებს არა მხოლოდ საინტერესო გაკვეთილებს სთავაზობენ, არამედ მათ ინტერესებსა და სურვილებს მორგებულ აქტივობებსაც აწყობენ.
ახლახან, მე-9 კლასის მოსწავლეებისთთვის კონოჩვენება გაიმართა.
მოსწავლეებმა სვეტიცხოვლობასთან დაკავშირებით ფილმს - „დიდოსტატის მარჯვენა“, უყურეს. დასასრულს კი, თავისი შთაბეჭდილებები გაუზიარეს ერთმანეთს.
„მხოლოდ ოსტატს ვერ ეწევა სიკვდილი... ათასეული წლები წალეკავენ ირგვლივ ყოველივეს. მხოლოდ სვეტიცხოველი დარჩება როგორც ღმერთთან და სიკვდილთან მებრძოლი იაკობი“, - კონსტანტნე გამსახურდიას ამ სიტყვებით დაგვირგვინდა დღე, რომელიც მრავლისმომცველი და საინტერესო აღმოჩნდა მოსეწავლეებისთვის.
იხილეთ ფოტოები: