ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ სატივის საჯარო სკოლის პედაგოგები მოსწავლეთა ინტელექტუალური და ანალიტიკური უნარების განვითარებაზე აქტიურად ზრუნავენ. ბავშვების ჩართულობას სხვადასხვა კონკურსსა თუ საგანმანათლებლო ღონისძიებაში კი ახალისებენ.
ახლახან, სკოლაში გუნდური ინტელექტუალური თამაშის - „ტვინების ბრძოლა“ მორიგი შეხვედრა ჩატარდა, რომელშიც მოსწავლეთა სხვადახვა ასაკობრივი ჯგუფი მონაწილეობდა.
მოსწავლეებმა გამოავლინეს ნიჭი და შესაძლებლობები და წარმატებით ჩაატარეს აღნიშნული ტური. გამოვლინდა გამარჯვებული გუნდი რომელიც გააგრძელებს შეხვედრას შემდეგ ეტაპზე.
სკოლაში მოსწავლეთა აქტიურობა ახარებთ და ბავშვებს შემდეგ ეტაპზე წარმატებას უსურვებენ.
„მადლობა, თითოეულ მოსწავლეს მონაწილეობისთვის. წარმატებულ და საინტერესო თამაშს ვუსურვებთ მათ რაიონულ ტურში“,- აღნიშნავენ სკოლაში.
იხილეთ ფოტოები: