27 ოქტომბერს, იაკობ გოგებაშვილის დაბადების დღეა. ეს გამორჩეული თარიღი საქართველოს საპატრიარქოს წმინდა იოანე ბოლნელის სახელობის სკოლაში განსაკუთრებულად აღინიშნა.
„დედა ენის“ ავტორის, საბავშვო მწერლის, პუბლიცისტის, მეცენატისა და საზოგადო მოღვაწის დაბადების დღეს სკოლაში კვირეული მიეძღვნა. კვირეულის ფარგლებში, პირველიბ კლასი ესტუმრა ბოლნისის საბავშვო ბიბლიოთეკას, სადაც მოსწავლეებმა წარმოადგინეს მწერლის მოთხრობების მიხედვით დახატული სიუჟეტები, გაითამაშეს - „თხა და გიგო“ და „მკვეხარა ქოთანი“, მხატვრულად წარმოთქვეს ლექსები, ხოტბა შეასხეს მწერლის შემოქმედებას და აღნიშნეს ის ღვაწლი, რაც დიდ პედაგოგს ქართველი ერის წინაშე მიუძღვის.
1-ელიბ კლასის დამრიგებელი და ღონისძიების ავტორი მერი თამაზშვილი გახლავთ.
იხილეთ ფოტოები: