„იმპრესიონისტული შემოდგომა“ - სორმონის საჯარო სკოლის მოსწავლეთა შემოქმედებითი აქტივობა
30-10-2024

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ სორმონის საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი აქტიურად მიმდინარეობს. პედაგოგები მოსწავლეებს საგაკვეთილო პროცესის გამრავალფეროვნებისა და მასში ჩართულობის გაზრდის მიზნით, საინტერესო აქტივობებს სთავაზობენ. 

ამჯერად, სკოლაში, პლენერული აქტივობა - „იმპრესიონისტული შემოდგომა“ მოეწყო.

მოსწავლეებმა მე-19 საუკუნი მე-2 ნახევრის საფრანგეთისა და საქართველოს შორის კულტურული პარალელები განიხილეს. მათ იმსჯელეს იმ საეტაპო ცვლილებებზე, რომელიც მე-19 საუკუნის, ამ ორი ქვეყნის სახვით ხელოვნებაში  მოხდა.

„შემდეგ, მოსწავლეებმა ერთი მხრივ იმპრესიონიზმით, მეორე მხრივ კი ფიროსმანით შთაგონებულებმა, უშუალო, შთაბეჭდილებებზე დაფუძნებული, შემოდგომის სპონტანური კომპოზიციები შექმნეს განსხვავებულ ტექნიკებში - ფერწერა, მცირე პლასტიკა, კოლაჟი“, - გვიყვებიან სკოლაში.

სკოლის დირექციამ, საინტერესოდ მომზადებული შემეცნებითი და შემოქმედებითი აქტივობისთვის მოსწავლეებსა და მათ ხელმძღვანელს, ხელოვნების პედაგოგ ბაია თოდუას სპეციალური დიპლომები გადასცა.

„წარმატებებს ვუსურვებთ ბაია მასწავლებელს და ჩვენ სკოლას“, - აღნიშნავენ სკოლაში.

იხილეთ ფოტოები:





 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203