საქართველოს საპატრიარქოს წმინდა იოანე ბოლნელის სახელობის სკოლის პედაგოგები როგორც მოსწავლეთა საგნობრივ ცოდნაზე, ასევე მათი ინტელექტუალური და ანალიტიკური უნარების განვითარებაზე ზრუნავენ. ცოდნისა და შესაძლებლობების წარმოსაჩენად კი მათ ჩართულობას სხვადასხვა კონკურსსა და საგანმანათლებლო ღონისძიებაში ახალისებენ.
ახლახან, სკოლაში გუნდური ინტელექტუალური თამაშის - „ტვინების ბრძოლის“ შიდასასკოლო ჩემპიონატი გაიმართა.
კონკურსი მეტად საინტერესოდ წარიმართა. მოსწავლეებმა სააზროვნო, ლოგიკურ და საინტერესო შეკითხვებს გასცეს პასუხი ცოდნა წარმოაჩინეს.
სკოლაში მოსწავლეთა აქტიურობა ახარებთ და შემდეგ ეტაპზე წარმატებას უსურვებენ.
იხილეთ ფოტოები: