ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ იანეულის საჯარო სკოლის პედაგოგები მოსწავლეებს საინტერესო და შემოქმედებითად დატვირთულ საგაკვეთილო პროცესს სთავაზობენ.
ამჯერად, სკოლაში, ანიმაციის საერთაშორისო დღე აღინიშნა. მე-6 კლასის მოსწავლეებმა პედაგოგ სოფიო კალანდაძის ხელმძღვანელობით, „უოლტ დისნეის - უკვდავ ანიმატორს“ საინტერესო სიუჟეტი მიუძღვნეს.
ბავშვებმა ასევე საინტერესო „კოლაჟები“ გააკეთეს, სადაც საკუთარი სურათები სხვადასხვა მულტფილმის გმირებს შეუსაბამეს.
სახალისო აქტივობებში მოსწავლეები დიდი მონდომებითა და ხალისით მონაწილეობდნენ.
აღსანიშნავია, რომ მსგავსი აქტივობები მოსწავლეებს შემოქმედებითი უნარების წარმოჩენა-განვითარებაში ეხმარება.
იხილეთ ფოტოები: