აბაშის მუნიციპალიტეტის სოფელ გაუწყინარის საჯარო სკოლის მოსწავლეები გარდა იმისა რომ იღებენ ხარისხიან ფორმალურ განათლებას, აქტიურად არიან ჩართულნი არაფორმალური განათლების პროექტებში.
ახლახან, სკოლაში გუნდური ინტელექტუალური თამაშის - „ტვინების ბრძოლა“ შემოდგომის სეზონის შიდასასკოლო ტური ჩატარდა.
კონკურსი სკოლაში პედაგოგ მერაბ თოფურიას ხელმძღვანელობით წარიმართა.
U5 ასაკობრივ კატეგორიაში IV და V კლასის მოსწავლეები მონაწილეობდნენ.
თამაში საინტერესოდ, მოსწავლეთა აქტიურობით წარიმართა. საბოლოოდ კი IV კლასის გამარჯვებით დასრულდა.
როგორც სკოლაში გვეუბნებიან, შესანიშნავი თამაში აჩვენეს U8 ასაკობრივ კატეგორიაში VI VII და VIII კლასის მოსწავლეებმა.
თამაში საკმაოდ დაძბული და კონკურენტული აღმოჩნდა, VIII კლასის ორმა გუნდმა თანაბარი ქულა დააგროვა და შესაბამისად გამარჯვება გაინაწილა.
სკოლაში მოსწავლეთა აქტიურობა ახარებთ და მოსწავლეებს ჩართულობისთვის მადლობას უხდიან.
„მადლობას ვუხდით მოსწავლეებს ამ პროექტში აქტიური მონაწილეობისთვის და წარმატებებს ვუსურვებთ მომავალში“,- აღნიშნავენ სკოლაში.
იხილეთ ფოტოები: