ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ ნადაბურის საჯარო სკოლის დირექცია და პედაგოგები მოსწავლეთა ჩართულობას სხვადასხვა კონკურსსა თუ საგანმანათლებლო ღონისძიებაში ახალისებენ და მათი ცოდნის, ნიჭისა და შესაძლებლობების წარმოჩენა-განვითარებაზე ზრუნავენ.
ახლახან, სკოლაში გუნდური ინტელექტუალური თამაშის - „ტვინების ბრძოლა“ შიდასასკოლო ტური ჩატარდა.
კონკურსი სხვადასხვა ასაკობრივ კატეგორიაში გაიმართა. მოსწავლეები ერთმანეთს ინტელექტში შეერკინენ და შესაძლებლობები წარმატებით წარმოაჩინეს.
პირველ ადგილზე გასულ გუნდებს დიპლომები გადაეცათ.
იხილეთ ფოტოები: