ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭალადიდის საჯარო სკოლაში სასწავლო წელი აქტიურად მიმდინარეობს.
იქ სხვადასხვა მნიშვნელოვანი თარიღი შესაბამისი აქტივობებით აღინიშნება. სწორედ ამიტომ, გასაკვირი სულაც არ არის, რომ მე-5 კლასის მოსწავლეებმა მასწავლებლის ეროვნულ დღეს მუსიკალურ-ლიტერატურული კომპოზიცია მიუძღვნეს.
მათ ქართული ენის მასწავლებელი მაია ნოდია ხელმძღვანელობდათ. მოსწავლეებმა კედლის გაზეთი გამოუშვეს, დაწერეს ესსე - „ჩემი პირველი მასწავლებელი“, დახატეს, ლექსები წაიკითხეს, საყვარელ მასწავლებლებზე ისაუბრეს და საინტერესო მომენტები გაიხსენეს.
მოსწავლეებმა პედაგოგებს ეს დღე გაულამაზეს და პატივისცემა დაუდასტურეს.
იხილეთ ვიდეო და ფოტოები: