ნადიმ ართმელაძის სახელობის ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ ბეღლეთის საჯარო სკოლაში მრავალფეროვანი სასწავლო გარემოა ჩამოყალიბებული.
იქ, ამჯერად, სასკოლო ბიბლიოთეკების საერთაშორისო დღე აღინიშნა. გაიმართა თემატური ღონისძიება, რომელსაც სკოლის ბიბლიოთეკის ხელმძღვანელი - ციალა ლომიძე და მოსწავლეები - ანა კახაძე და ლიზი ართმელაძე უძღვებოდნენ.
მოსწავლეებმა, წიგნის კითხვის პოპულარიზაციის საქმეში, ბიბლიოთეკის როლზე ისაუბრეს. მათვე აღნიშნეს, რომ განათლებული და წარმატებული პიროვნების ჩამოყალიბება მხოლოდ წიგნით და მასთან მეგობრობით შეიძლება.
ღონისძიებამ დიდი წარმატებით და ნაყოფიერად ჩაიარა.
„წიგნი საუკეთესო მეგობარია“,- სწორედ ეს გზავნილი გასდევდა მთელ დღეს.
იხილეთ ფოტოები: