ბათუმის N25 საჯარო სკოლის 1-ელიდ კლასის მოსწავლეებმა ანბანის შესწავლა დიდი მონდომებითა და ხალისით დაიწყეს.
ეს მნიშვნელოვანი დღე კლასში შესაბამისი აქტივობებით აღინიშნა, რომელსაც გზავნილი „დედაენა მობრძანდი, ჩვენო ცოდნის ლამპარო“ გასდევდა.
მოსწავლეებმა წინასაანბანო პერიოდში დაგროვილი ცოდნა გამოავლინეს, პირველ ასო-ბგერებს გაეცნენ, დრო ნაყოფიერად გაატარეს და „ანბანეთში“ თავდაჯერებულებმა შეაბიჯეს.
აქტივობებს ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი -ია ტარიელაძე და კლასის დამრიგებელი - ხათუნა ჩხიკვაძე უძღვებოდნენ.