ილო მოსაშვილის სახელობის სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ვაქირის საჯარო სკოლის პედაგოგები მოსწავლეთა განვითარებასა და განათლებაზე ყოველდღიურად ზრუნავენ.
ამჯერად, წიგნების კატალოგის გამოყენების წესების გასაცნობად, მე-6 კლასის მოსწავლეები, ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელ ლია დევიძესთან ერთად, სკოლის ბიბლიოთეკას ეწვივნენ.
სკოლის ბიბლიოთეკარმა - ნათელა ნანობაშვილმა მოსწავლეებს წიგნების კატალოგის გამოყენებების წესი, ბარათების ამოკითხვა, მასზე მოთავსებული ინფორმაციის გაანალიზება გააცნო.
შეხვედრის დასასრულს, მოსწაავლეებმა სასურველი წიგნის ავტორისა და თემატიკის მოძიება თავად შეძლეს.
იხილეთ ფოტოები: