წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ გვიშტიბის საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი საინტერესო აქტივობებითა და ღონისძიებებითაა გაჯერებული.
28 ოქტომბრიდან სკოლაში სპორტისა და ესთეტიკური აღზრდის კათედრის კვირეული დაიწყო, რომელიც 1 ნოემბრის ჩათვლით გაგრძელდება.
კვირეულის ფარგლებში, დაწყებითი და საბაზო საფეხურის კლასის მოსწავლეთა ნახატებისა და ხელთნაკეთი ნივთების გამოფენა გაიმართა. გამოფენის თემა „ოქროსფერი შემოდგომა“ გახლდათ. მოსწავლეებმა შემოქმედებითი შესაძლებლობები და პრაქტიკული უნარ-ჩვევები წარმოაჩინეს.
აქტივობას სპორტისა და ესთეტიკური აღზრდის კათედრის თავმჯდომარე - ნანა შვანგირაძე ხელმძღვანელობდა.
იხილეთ ფოტოები: