ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ იანეულის საჯარო სკოლაში მოსწავლეთა ეკოცნობიერების დონის ამაღლებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა. სწორედ ამიტომ, დირექციისა და პედაგოგთა ხელმძღვანელობით, მოსწავლეები სხვადასხვა გარემოსდაცვით ღონისძიებაში მონდომებით ერთვებიან.
ამჯერად, სკოლის მოსწავლეებმა ხის დარგვის საერთაშორისო დღე აღნიშნეს. მათ შერჩეული ადგილი გაასუფთავეს და ხის ნერგები დარგეს.
აქტივობაში ისინი დიდი მონდომებით, ინტერესითა და ხალისით იყვნენ ჩართულნი. ბავშვებმა კიდევ ერთხელ გააცნობიერეს, რომ ბუნებას მოვლა და მოფრთხილება სჭირდება.
აღსანიშნავია, რომ სასკოლო საზოგადოება მოსწავლეებს გარემოზე ზრუნავს დაწყებითი კლასებიდანვე ასწავლის.
იხილეთ ფოტოები: