27 ოქტომბერს, იაკობ გოგებაშვილის დაბადების დღეა. ეს გამორჩეული თარიღი საქართველოს საპატრიარქოს წმიდა თამარ მეფის სახელობის გიმნაზიაში არაერთი ღონისძიებითა თუ აქტივობით აღინიშნა.
მათ შორის, „დედა ენის“ ავტორის, საბავშვო მწერლის, პუბლიცისტის, მეცენატისა და საზოგადო მოღვაწის დაბადების დღეს სკოლაში კვირეული მიეძღვნა.
კვირეულის ფარგლებში, თამარ მეფის სახელობის სკოლა-გიმნაზიის IVბ კლასის მოსწავლეები (დამრიგებელი ბელა ოქრიაშვილი) მთაწმინდის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში იმყოფებოდნენ.
მოსწავლეებმა გაიხსენეს იაკობ გოგებაშვილის შესახებ შესწავლილი ინფორმაცია, წაიკითხეს მისი შექმნილი მხატვრული კომპოზიციები და დიდი შთაბეჭდილებით დატვირთულები დაბრუნდნენ გიმნაზიაში.
იხილეთ ფოტოები: