კურსების საჯარო სკოლის პედაგოგმა პირველკლასელებს ანბანის სწავლის დაწყება ზეიმად უქცია
30-10-2024

ტყიბულის მუნიციპალიტეტის სოფელ კურსების საჯარო სკოლის პპირველკასელებისთვის სასკოლო ცხოვრება თავგადასავლებით სავსე სამყაროს ჰგავს. 

მათთვის კიდევ ერთი, როგორც სკოლაში უწოდებენ, „ზღაპრული დღე“ მოეწყო, პატარები საზეიმოდ „შეეგებნენ“ ანბანს და დიდი შემართებით დაიწყეს ასო-ბგერების სწავლა. 

„პირველი ხელნაწერი „აი ია“ და პირველი შთაბეჭდილება“, - მრავალფეროვანი აქტივობებითა და  ამაღლებული განწყობით კურსების საჯარო სკოლის პირველკლასელებმა,  ინგა მასწავლებლის ხელმძღვალეობით ანბანეთის ჯადოსნურ სამყაროში „მოგზაურობა“, დაიწყეს. 

აღსანიშნავია, რომ ანბანის „შემობრძანების“, დღესასწაულს ესწრებოდა სკოლის დირექტორი,  თამარ ზარნაძე, რომელმაც გაკვეთილი დადებითად შეაფასა და მოსწავლეებს წარმატება უსურვა.. 

იხილეთ ფოტოები: 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203