სალომინაოს საჯარო სკოლის პირველკლასელთა საზეიმო გაკვეთილი და ხალისით დაწყებული ანბანის სწავლა 
30-10-2024

აკადემიკოს კონსტანტინე ერისთავის სახელობის ვანის მუნიციპალიტეტის სოფელ სალომინაოს საჯარო სკოლის პირველკლასელებისთვის სასკოლო ცხოვრება მრავალფეროვანი და საინტერესო აქტივობებითაა გაჯერებული, რომლებშიც დიდი ინტერესით ერთვებიან. 

ამჯერად, პირველკლასელებმა ანბანის „შემობრძანება“ იზეიმეს და ქართული ასო-ბგერების სწავლას დიდი ინტერესითა და ხალისით შეუდგნენ. 

„აი იას შემობრძანება გზად ია-ვარდი დაჰფინეთ, ანბანი მობრძანდებაო“, - ამ სიტყვებით შეაბიჯეს პატარებმა ანბანეთის „ჯადოსნურ სამყაროში“ და დღე ხალისიანად გაატარეს. 

მოსწავლეებისთვის გაკვეთილი ემოციებით სავსე, შთამბეჭდავი და დაუვიწყარი აღმოჩნდა. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203