საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ნინოს სახელობის მართლმადიდებლური სკოლის მოსწავლეები ეროვნულ ღირებულებებზე იზრდებიან. დირექცია და პედაგოგები კი მათი პატრიოტული სულისკვეთების ამაღლებაზე აქტიურად ზრუნავენ.
ახლახან, საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ნინოს სახელობის მართლმადიდებლური სკოლაში გაიმართა შემეცნებითი სპექტაკლი - „გრიგოლ ფერაძე“. თეატრალიზებული წარმოდგენა ეპოქის შესაბამისი რეკვიზიტებით იყო გაფორმებული, რაც შთამბეჭდავს ხდიდა სასცენო დეკორაციას. დრამატურგიული ჩანაფიქრი ორ ეპოქაში: მე-20 და 21-ე საუკუნეში მიმდინარეობდა.
წარმოდგენა გაიმართა საქართველოს საპატრიარქოს მხარდაჭერით, კულტურულ-საგანმანათლებლო აქტივობების ფარგლებში.
როგორც საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ნინოს სახელობის მართლმადიდებლური სკოლაში გვეუბნებიან, მსგავსი ღონისძიებების გამართვა, სასკოლო თემში და კერძოდ მოზარდებში, ხელს უწყობს ეროვნული ფასეულობებისა და პატრიოტული სულისკვეთების ჩამოყალიბებას.
იხილეთ ფოტოები:
იხილეთ ფოტოები: