საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ნინოს სახელობის მართლმადიდებლურ სკოლაში თეატრალურმა დასმა წარმოადგინა სპექტაკლი -„ლამაზი ცრემლები“, რომელიც დაიდგა რეზო ინანიშვილის ამავე სახელწოდების მოთხრობის მიხედვით.
თეატრალურმა წარმოდგენამ, სამსახიობო დასთან ერთან, ნათლად წარმოჩინა მწერლის უნიკალური სტილი და ემოციური თხრობის უნარი.
რეზო ინანიშვილი ცნობილია თავისი გულწრფელი და ადამიანური ისტორიებით, რომლებიც სავსეა ემოციური სიმძაფრითა და ცხოვრებისეული სიბრძნით.
სპექტაკლში - „ლამაზი ცრემლები“ მსახიობებმა არა მხოლოდ ორიგინალურად წარმოადგინეს ნაწარმოების დრამატული ქარგა, არამედ ავტორის ემოციური ჩანაფიქრიც ავთენტურად გადმოსცეს.
„დასის შესრულება ხშირად ხაზს უსვამს ყოფით სცენებს, მცირე დეტალებსა და ადამიანურ განცდებს, რაც ინანიშვილის შემოქმედებისთვისაა დამახასიათებელი. მოსწავლეები დიდი ინტერესით აკვირდებოდნენ გმირების ხასიათს, მათ ურთიერთდამოკიდებულებასა და ემპათიის მომენტებს“,- აღნიშნავენ სკოლაში და დასძენენ, რომ ამგვარი აქტივობები, სასკოლო სივრცეში, მნიშვნელოვან როლს თამაშობს მოზარდის სულიერი და შემოქმედებითი განვითარების თვალსაზრისით.
იხილეთ ფოტოები: