ხიზაბავრის საჯარო სკოლის მე-6 კლასელებმა იაკობ გოგებაშვილის შემოქმედება „გააცოცხლეს“
30-10-2024

ასპინძის მუნიციპალიტეტის სოფელ ხიზაბავრის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა საზეიმოდ აღნიშნეს მასწავლებლის ეროვნული დღე და იაკობ გოგოგებაშვილის დაბადების დღე. 

საზეიმო აღნიშვნას მე-6 კლასის მოსწავლეებიც შეუერთდნენ, რომლებმაც სასკოლო საზოგადოებას გოგებაშვილის ბიოგრაფიული დეტალები მოუთხრეს, მისი შემოქმედება ლექსებით გააცოცხლეს და იაკობ გოგებაშვილის ერთ-ერთი მოთხრობის მიხედვით მინისპექტაკლიც წარუდგინეს.

მოსწავლეებმა სიმღერებითა და ლექსებით მიულოცეს პედაგოგებს მასწავლებლის ეროვნული დღესასწაული და მადლობა გადაუხადეს გაწეული შრომისა და ღვაწლისთვის. 

სკოლის დირექტორმა მარინე ასპანიძემ აღნიშნა, რომ ძალიან კარგი ღონისძიება გამოუვიდათ ბავშვებს და მათ მომავალი წარმატება უსურვა.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203