თბილისის N74 საჯარო სკოლაში ზღაპრული სპექტაკლი დაიდგა 
30-10-2024

თბილისის N74 საჯარო სკოლის პედაგოგები გარდა იმისა რომ მოსწავლეებს აძლევენ ხარისხიან საგნობრივ განათლებას, მათ მრავალმხრივ განვითარებაზე ზრუნავენ, მათ შორის მნიშვნელოვან ყურადღებას უთმობენ მოზარდთა კულტურულ განვითარებას.

სკოლაში იზარებენ და აღნიშნავენ, რომ პირველკლასელებისთვის თეატრალური ხელოვნება ძალიან ახლობელი, გასაგები, საინტერესო და საყვარელია, რომელიც ხელს უწყობს წარმოსახვის, მეხსიერების, დაკვირვების, ფანტაზიის თუ  შემოქმედებითი უნარ-ჩვევების განვითარებას.

სწორედ ამ მიზნით დაიდგა სპექტაკლი - „მგელი და კრავი“, რომლის იდეისა და სცენარის ავტორი დირექტორის მოადგილე ლია გეგია გახლავთ.

აღსანიშნავია, რომ სპექტაკლი უფროსკლასელებმა გაითამაშეს და მათი დახმარებით I/ბ კლასის მოსწავლეებმა საინტერესო თეატრალური წარმოდგენა ნახეს. 

„მსახიობი“ უფროსკლასელები გახლდათ: ნატალი პისმენი, ანანო კაპანაძე და მარიამ მგალობლიშვილი.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203