დიმიტრი ხოზრევანიძის სახელობის ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ კვატიის საჯარო სკოლაში იაკობ გოგებაშვილის დაბადების დღესთან დაკავშირებით, საინტერესო ღონისძიება გაიმართა.
როგორც სკოლაში გვიყვებიან, ღონისძიების საშუალებით სასკოლო საზოგადოებამ კიდევ ერთხელ გაიაზრა დიდი მოღვაწის ღვაწლი ჩვენი ენისა და ერის წინაშე.
მოსწავლეებმა, სკოლაში წარადგინეს იაკობ გოგებაშვილის მოთხრობების მიხედვით შექმნილი ილუსტრაციები, ითამაშეს „გამოცნობანა“, მხატვრულად წაიკითხეს ლექსები და ემოციური სიტყვებით წარდგნენ აუდიტორიის წინაშე.
მოსწავლეებმა ასევე ნახეს რეპორტაჟი გოგებაშვილის სახლ-მუზეუმიდან, მოკრიბეს მისეული ფრაზები, დაამზადეს საინტერესო პოსტერი, შექმნეს - „ქვის დედაენა“ და კედლის გაზეთი - „ნობათი“, რომელიც მოსწავლეების ნაშრომით შეივსება.
იხილეთ ფოტოები: