სენაკის მუნიციპალიტეტის სოფელ კოტიანეთის საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი აქტიურად მიმდინარეობს.
ამჯერად, სკოლა პროექტში - „მედიაწიგნიერება ჩემს სკოლაში“ ჩაერთო. გაიმართა სამუშაო შეხვედრა, რომელიც სასკოლო საზოგადოებაში მედიაწიგნიერების შესახებ ცნობიერების ამაღლებას, დეზინფორმაციის თავიდან არიდებას და მისი გადაჭრის გზების ძიებას შეეხებოდა.
გარდა ამისა, მოსწავლეთა მშობლებს გაეგზავნათ კითხვარი - რამდენად აკონტროლებენ მოზარდების ინტერნეტსაქმიანობას.
„მასალა მოგვაწოდა ქალბატონმა მარი ხარიტონაშვილმა, მადლობა ამ შესაძლებლობისთვის“,- ამბობენ სკოლაში.
იხილეთ ფოტოები: