ჩანტლისყურის საჯარო სკოლის პირველკლასელებისთვის ანბანის სწავლის დაწყება დღესასწაულად იქცა
30-10-2024

ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩანტლისყურის საჯარო სკოლის პირველი კლასის მოსწავლეებმა ანბანის შესწავლა მონდომებით დაიწყეს. 

მათ „ანბანეთში“ მხიარულად, შესაბამისი აქტივობების თანხლებით, შეაბიჯეს, პირველ ასო-ბგერებს გაეცნენ და იხალისეს. 

პატარა მოსწავლეებმა პედაგოგმა ეს მნიშვნელოვანი დღე დაუვიწყარ ზეიმად უქცია და სადღესასწაულო განწყობა კიდევ უფრო აუმაღლა. 

„იმედი მაქვს, ეს დღე მათთვის დაუვიწყარი იქნება. 21 ხუნძი (ავარიელი) პირველკლასელი გვყავს. თვენახევრის წინ, მათ სულ რამდენიმე ქართული სიტყვა იცოდნენ, დღეს კი საუბრობენ და ლექსებსაც კი ამბობენ, რაც თითოეული მასწავლებლის უდიდესი შრომის შედეგია“,- ამბობენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203