შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, ინგლისური ენის ცოდნის დონის დადგენის მსურველებისათვის რეგისტრაცია პროექტ „სერტუსის“ ფარგლებში 11 ნოემბრის 17:00 საათამდე გაგრძელდება. ტესტირება შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში 13 ნოემბერს ჩატარდება.
ტესტირების
მონაწილეს შეუძლია ჩააბაროს როგორც მთლიანად ტესტი, ისე მისი ცალკეული
ნაწილი/ნაწილები. ერთი ნაწილის ჩაბარების შემთხვევაში (მაგ.: მოსმენა),
მონაწილე მიიღებს შესაბამის ცნობას. სერტიფიკატი კი, რომლის მოქმედების
ვადაც 3 წელია, ტესტის სრულად (ოთხივე ნაწილის) ჩაბარების შემთხვევაში
გაიცემა.
დეტალური ინფორმაცია რეგისტრაციასთან და სხვა საკითხებთან დაკავშირებით იხილეთ
ბმულზე.