ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ თივის საჯარო სკოლის სასკოლო საზოგადოება პედაგოგთა ამაგსა და შრომას აფასებს.
სწორედ ამის დასტურია ის სიყვარული და სითბო, რაც მასწავლებლებმა პროფესიულ დღეს მიიღეს. მოსწავლეებმა მათ ეს მნიშვნელოვანი თარიღი მიულოცეს, პატივისცემა დაუდასტურეს და ყველაფრისთვის მადლობა გადაუხადეს.
აღსანიშნავია, რომ მოსწავლეებმა მათთვის წერილები და ღია ბარათები მოამზადეს, რითაც საყვარელ პედაგოგებს დღე გაულამაზეს. ისინი მასწავლებლებს პროფესიულ წინსვლასა და უამრავ წარმატებას უსურვებენ.
იხილეთ ფოტოები: