ვახტანგ კვარაცხელიას სახელობის ქალაქ წალენჯიხის N4 საჯარო სკოლაში მოსწავლეთა მოტივირებასა და განვითარებას დიდი ყურადღება ეთმობა.
ყველაზე პატარების - პირველკლასელების განწყობასა და ცოდნის გაღრმავებაზე კი პედაგოგები განსაკუთრებულად ზრუნავენ.
ახლახან, პირველკლასელებმა ანბანის სწავლა დაიწყეს. ისინი თემატურ აქტივობებში მასწავლებლის - მანანა კალანდიას ხელმძღვანელობით ჩაერთნენ, წინასაანბანო პერიოდში დაგროვილი ცოდნა გამოავლინეს, დრო ნაყოფიერად გაატარეს და პირველ ასო-ბგერებს გაეცნენ.
„ჩემმა გვრიტებმა უმასპინძლეს ანბანს და ერთად შეაბიჯეს ჯადოსნურ სამყაროში, რასაც „ანბანეთი“ ჰქვია“,- წერს პედაგოგი მანანა კალანდია.
იხილეთ ფოტოები: