ძევრის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა გრიგოლ რობაქიძის ხსოვნას პატივი მიაგეს და დიდი ქართველის ნატვრა აასრულეს 
30-10-2024

უშანგი სოფრომაძის სახელობის თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ ძევრის საჯარო სკოლაში გრიგორ რობაქიძისადმი მიძღვნილი ემოციური ღონისძიება გაიმართა.

ქართველ კლასიკოს მწერალს დღეს 142 წელი შეუსრულდა, ძევრის სკოლაში კი,  შესაფერისი პატივი მიაგეს დიდ ქართველს და თანასოფლელს. 

„ათწლეულების მერეც კვლავ აქტუალურია რომ  არავის ეპატიება და შერჩება დიდებული  ქვეყნის დიდებული ისტორიის დავიწყება, რომ სადაც გაძღები ის შენი სამშობლო არ არის“, - ამ იდეით განმსჭვალულმა მოსწავლეებმა კიდევ ერთხელ გაუსვეს ხაზი,  დიდებული ქართველის შეგონებას და სკოლის ისტორიას ემოციებით სავსე დღე აჩუქეს. 

აღსანიშნავია, რომ ღონისძიების შემდეგ, მოსწავლეებმა მისი სურვილიც აასრულეს და სვეტიცხოველი მოილოცეს, მის სახელზე სანთელი დაანთეს, მის ხსოვნას პატივი მიაგეს და გააჟრესეს მისი სიტყვები: „ჩემი ნატვრაა: როცა მე ამ სოფლად აღარ ვიქნები, მოდიოდეს ვინმე ქართველი დედა ყოველ წელს მცხეთას, წიფობის, ჩემი დაბადების თვეში, სანთელს აანთებდეს ამ პაწა სალოცავის წინ და ლოცვით ახსენებდეს ჩემს სახელს. მეტს არასა ვთხოვ საქართველოს“.

ამ დიდებული დღისთვის, სასკოლო საზოგადოება მადლობას უხდის სკოლის დირექტორს მანუჩარ რობაქიძეს.

„მილიონი მადლობა ჩვენ გულისხმიერ და მუდმივ მხარდამჭერ მერს მანუჩარ რობაქიძეს“, - აღნიშნავენ სკოლაში. 

იხილეთ ვიდეოები: 



 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203