ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ მეჩხეთურის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა შემოდგომას ღონისძიება მიუძღვნეს.
ბავშვებმა საშემოდგომო ნობათი გამოფინეს და წარმოადგინეს თუ რაოდენ მრავალფეროვანი და ბარაქიანია შემოდგომა საქართველოში.
მოსწავლეებმა ლექსებით, სიმღერითა და ცეკვით ხოტბა შეასხეს ოქროსფერ სეზონს და შემოქმედებითი ნიჭი და შესაძლებლობები წარმოაჩინეს.
აღსანიშნავია, რომ სკოლაში არაერთი საინტერესო ღონისძიება იმართება, რაც როგორც მოსწავლეთა ცოდნის, ისე მათი ნიჭისა და შესაძლებლობების წარმოჩენა-წახალისებას ემსახურება.
იხილეთ ფოტოები: