ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ საბუეს საჯარო სკოლის დირექცია და პედაგოგები მოსწავლეთა მოტივაციასა და ამაღლებულ განწყობაზე განსაკუთრებულად ზრუნავენ.
ამის ნათელი მაგალითია სათქვსმეტსექტემბრო მიღებაც. პედაგოგები მონატრებულ მოსწავლეებს უდიდესი სიყვარულითა და სიხარულით შეეგებნენ, სასწავლო წლის დაწყება მიულოცეს და გაესაუბრნენ.
თავის მხრივ, სკოლაში მოსწავლეებიც დიდი ჟრიამულით, ყვავილებით ხელდამშვენებულები, მივიდნენ.
სასკოლო საზოგადოებამ ერთმანეთს ეს მნიშვნელოვანი დღე მიულოცა და წარმატებული სასწავლო წელი უსურვა. სკოლაში საქართველოს დროშა აღიმართა და სახელმწიფო ჰიმნიც გაჟღერდა.
იხილეთ ფოტოები: