ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ საბუეს საჯარო სკოლაში, სასწავლო წლის განმავლობაში, სხვადასხვა მნიშვნელოვანი თარიღი შესაბამისი აქტივობებით აღინიშნება.
ამჯერად, იაკობ გოგებაშვილის კვირეულის ფარგლებში, I, II, III, IV, V და VI კლასის მოსწავლეებმა პოსტერები დაამზადეს და კედლის გაზეთი გამოუშვეს. გაზეთში იაკობ გოგებაშვილის ბიოგრაფიის ამსახველი ფოტომასალაც იყო განთავსებული.
გარდა ამისა, მოეწყო ნამუშევრების პრეზენტაცია, მოსწავლეებმა ხელნაკეთი წიგნი დაამზადეს. ასევე, წერისა და კითხვის კონკურსებიც ჩატარდა.
აქტივობებმა ნაყოფიერად და საინტერესოდ ჩაიარა.
იხილეთ ფოტოები: