ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ სარუსოს საჯარო სკოლაში, საგაკვეთილო პროცესი საინტერესო და მრავალფეროვანი აქტივობებითაა გაჯერებული.
ამჯერად, სკოლის მე-7 კლასში, გეოგრაფიის გაკვეთილზე, განვლილ საგაკვეთილო თემასთან დაკავშირებით, თუ როგორ გროვდებოდა გეოგრაფიული ინფორმაცია, წარიმართა საინტერესო აქტივობები.
მოსწავლეები დიდი ხალისით და მონდომებით გაეცნენ ხმელეთის მკვლევრებს და დიდ გეოგრაფიულ აღმოჩენებს ენციკლოპედიებსა და ჟურნალ-გაზეთებში, იმუშავეს კონტურულ რუკებზე, დაიტანეს მოგზაურთა მარშრუტები, ააგეს გემი, გამოძერწეს ცნობილი მოგზაურები და მოაწყეს თავიანთი ნამუშევრის პრეზენტაცია.
აღნიშნულ აქტივობებში მთელი კლასი აქტიურად იყო ჩართული.
იხილეთ ფოტოები: