ბონდო როსტიაშვილის სახელობის მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ქსნის საჯარო სკოლის მასწავლებლები როგორც მოსწავლეთა ცოდნის გაღრმავებაზე, ისე მათი შემოქმედებითი შესაძლებლობების განვითარებაზე ზრუნავენ.
ამ მიზნით, სკოლაში, სასწავლო წლის განმავლობაში, არაერთი საინტერესო აქტივობა ეწყობა.
ახლახან კი, სკოლაში მოსწავლეთა ხელნაკეთი ნივთების გამოფენა მოეწყო. მათ ჩანთები, ერთგვარი ფოტოალბომები და სხვადასხვა ნაკეთობა გამოფინეს.
„წარმატება ვუსურვოთ ჩვენს ხელმარჯვე ოსტატებს“,- ასეთია სასკოლო საზოგადოების სურვილები.
იხილეთ ფოტოები: