სენაკის მუნიციპალიტეტის სოფელ გეჯეთის საჯარო სკოლაში ურთიერთპატივისცემაზე დაფუძნებული სასწავლო გარემოა შექმნილი.
სასკოლო საზოგადოება პედაგოგები შრომასა და ღვაწლს აფასებს. სწორედ ამის დასტურია ისიც, რომ სკოლაში მასწავლებლის ეროვნული დღე განსაკუთრებულად აღინიშნა.
თარიღთან დაკავშირებით, თემატური ღონისძიება მეოთხე კლასის მოსწავლეებმა გამართეს. ისინი აქტივობებში, დამრიგებელ - მარი სიხარულიძის ხელმძღვანელობით, დიდი მონდომებით, პასუხისმგებლობითა და სიხარულით ჩაერთნენ.
მეოთხეკლასელებმა სხვადასხვა შემოქმედებითი ნომერი შეასრულეს, პედაგოგებს პატივისცემა დაუდასტურეს და დრო ნაყოფიერად გაატარეს.
იხილეთ ვიდეო და ფოტოები: