მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ციხისძირის საჯარო სკოლის პედაგოგები კარიერულ წინსვლასა და განვითარებაზე არიან ორიენტირებულნი.
მათ შორისაა სკოლის ინგლისური ენის მასწავლებელი თამარ კასრაძე. ის, პროგრამა eTwinning-ის ფარგლებში გამოცხადებული კონკურსის შედეგად, ევროპის 14 ქვეყნიდან შერჩეულ 50 მასწავლებელს შორის მოხვდა. პედაგოგი მონაწილეობდა თბილისში 8-11 სექტემბერს გამართულ საერთაშორისო სემინარში: „კეთილდღეობა სკოლაში“.
როგორც სკოლაში გვიყვებიან, სემინარმა ხელი შეუწყო საერთაშორისო პარტნიორების მოძიებასა და ერთობლივი საერთაშორისო პროექტების დაგეგმვას, რომელსაც პედაგოგები მიმდინარე სასწავლო წელს განახორციელებენ.
„სასიხარულოა, რომ ჩვენი სკოლის მოსწავლეებიც აქტიურად ჩაერთვებიან აღნიშნულ პროექტებში“, - ამბობენ სკოლაში.
იხილეთ ფოტოები: