სენაკის მუნიციპალიტეტის სოფელ გეჯეთის საჯარო სკოლაში მასწავლებლის ეროვნული დღე იზეიმეს.
ამ დღის აღნიშვნას მე-3 კლასის მოსწავლეები, დამრიგებლის - თეონა კვიციანის ხელმძღვანელობით, შეუერთდნენ.
მოსწავლეებმა პედაგოგებს პროფესიული დღე ლამაზი სიტყვებით, სიმღერითა და ლექსებით კიდევ ერთხელ მიულიცეს. მათ საყვარელ მასწავლებლებს პროფესიულ საქმიანობაში წარმატებები უსურვეს და სამახსოვრო ბარათები - „მიყვარხარ მასწავლებელო“ გადასცეს.
აქტივობაში თითოეული მოსწავლე მონდომებით ჩაერთო, მათ პედაგოგების გახარება შეძლეს.
იხილეთ ფოტოები: