ლუდოვიკო ჭანტურიას სახელობის წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ქალაქ ჯვარის N1 საჯარო სკოლის პედაგოგები მოსწავლეებს წიგნის სიყვარულს დაწყებითი კლასებიდანვე უღვივებენ და ამ მიზნით ბავშვებს საინტერესო საგანმანათლებლო აქტივობებს სთავაზობენ.
ახლახან, სკოლაში პროექტი - „წიგნი, რომელმაც კითხვა შემაყვარა!“ ჩატარდა, რომელშიც მე-6 კლასის მოსწავლეები მონაწილეობდნენ. პროექტის ხელმძღვანელი მაია გეთია გახლდათ.
ბავშვებმა საბავშვო მწერლის - ენიდ ბლაიტონის ნაწარმოებები განიხილეს და „ბრწყინვალე ოთხეულების, ხუთეულებისა და შვიდეულების ახალი თავგადასავლები“.
მოსწავლეებმა ასევე თავიანთი საყვარელი პერსონაჟების შესახებ იმსჯელეს და ცოდნა ერთმანეთს გაუზიარეს.
აქტივობებში ისინი დიდი შემართებითა და მონდომებით იყვნენ ჩართულნი.
აღსანიშნავია, რომ სკოლაში მოსწავლეთა წიგნიერების დონის ამაღლებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა.
იხილეთ ფოტოები: