ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ განჯალის საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი საინტერესო და სახალისო ინიციატივებითაა გაჯერებული, რაშიც მოსწავლეები დიდი მონდომებით ერთვებიან.
ამჯერად, ქართული ენის გაკვეთილზე მესამე კლასის მოსწავლეებმა საინტერესო ილუსტრაციები შექმნეს, თემა კი - „ჩემი ოჯახი“, გახლდათ.
აღსანიშნავია, რომ აქტივობაზე მოსწავლეებმა, პედაგოგ ნანა მაისურაძის ხელმძღვანელობით იმუშავეს.
როგორც სკოლაში გვიყვებიან, მოსწავლეებმა შეძლეს სათანადო სტრატეგიების შერჩევით და გამოყენებით შეექმნათ საინტერესო ნამუშევრები.
პატარებმა ასევე ისაუბრეს ოჯახის წევრების თვისებებსა და პროფესიაზე.