ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ ცოდნისკარის საჯარო სკოლაში მასწავლებლებს, მათ შორმასა და ღვაწლს განსაკუთრებით აფასებენ.
ცხადია სკოლაში აღნიშვნის გარეშე ვერ ჩაივლიდა მასწავლებლის ეროვნული დღე.
საზეიმო განწყობის შესაქმნელად, მეექვსე კლასში ჩატარდა შესანიშნავი ღონისძიება, ქართულის მასწავლებლის მანანა ლაბუჩიძის და ხელოვნების მასწავებლის დარიკო აფხაზიშვილის ხელმძღვანელობით.
მოსწავლეთა კლასის ხელმძღვანელი ნანა კაპანაძე გახლავთ.
მოსწავლეებმა კიდევ ერთხელ გამოხატეს დიდი პატივისცემა მასწავლებლების მიმართ და მადლობა გადაუხადეს.
იხილეთ ფოტოები: