ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ ცოდნისკარის საჯარო სკოლის პედაგოგები სწავლებისას საინტერესო მეთოდებსა და სტრატეგიებს მიმართავენ.
ამის ნათელი მაგალითია ლიტერატურული, იმიტირებული სასამართლო პროცესი, სადაც მე-10 კლასელებმა ვარსქენ პიტიახში გაასამართლეს.
ასე გამოიყურება მოკლე მონახაზი გაკვეთილისა, რომელიც მოსწავლეებისთვის სასწავლო-შემეცნებითთან ერთად თავშესაქცევიც აღმოჩნდა.
გაკვეთილის მიზანი გახლდათ მოსწავლეთა კრიტიკული აზროვნების, შემოქმედებითი უნარების განვითარება, ისტორიული კონტექსტის გათვალისწინებით, პერსონაჟების ხასიათის და მოტივების უკეთ გააზრება.
იხილეთ ფოტოები:
სასწავლო პროცესს ქართულის პედაგოგი მანანა ლაბუჩიძე ხელმძღვანელობდა, რომელიც მოსწავლეებს მრავალფეროვანი აქტივობებით ანებივრებს.