დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ არბოშიკის საჯარო სკოლაში განსაკუთრებულად აფასებენ და პატივს სცემენ მასწავლებლებს და მათ ღვაწლს განათლებული თაობების აღზრდის საქმეში.
შესაბამისად სკოლაში მასწავლებლის ეროვნული დღე დიდი ზარ-ზეიმით აღინიშნა.
მოსწავლეებმა აღნიშნეს, რომ მასწავლებლის ეროვნული დღე ყოველი წლის 27 ოქტომბერს, ქართველი პედაგოგის, საქართველოში მეცნიერული პედაგოგიკის ფეძემდებლის, პუბლიცისტის, საბავშვო მწერლისა და საზოგადო მოღვაწის იაკობ გოგებაშვილის დაბადების დღეს აღინიშნება.
„ყოველი ახალი ნაბიჯი სასიამოვნოა. იგი მოასწავებს წარმატებას, წინ მსვლელობას და სახელს უკეთებს საზოგადოებას, რომელიც, ეტყობა, სცოცხლობს, მოქმედებს და არ არის ერთს წერტილზედ გაჩერებული. სიყვარული შობს სიყვარულს“, - იაკობ გოგებაშვილის ამ სიტყვებით დაიწყო ღონისძიება არბოშიკის საჯარო სკოლაში.
მეშვიდე კლასის მოსწავლეებმა მასწავლებლის დღე მიულოცეს საყვარელ პედაგოგებს, გამოხატეს მადლიერება გაწეული შრომისთვის და ერგულებისთვის.
მოსწავლეებმა პედაგოგებს გადასცეს ლამაზად გაფორმებული, კეთილი სურვილებით დახუნძლული ბარათები და მხატვრულად, ემოციურად წაუკითხეს ლექსები.
„გმადლობთ, ძვირფასო მასწავლებლებო; გმადლობთ, ცოდნისთვის; გმადლობთ, კარგი რჩევისთვის; გმადლობთ, სითბოსთვის და სიყვარულისთვის; გმადლობთ, გულწრფელობისთვის; გმადლობთ, მოთმინებისთვის; გმადლობთ, მოსმენის და გამძლეობისთვის.... გთხოვთ, მიიღოთ ჩვენი მადლიერება თქვენი გულის, სიკეთისა და გონიერებისათვის ,რასაც თქვენ აკეთებთ ჩვენთვის და ჩვენი მომავლისათვის.“, - ამ სიტყვებით კი, მოსწავლეებმა მადლიერება გამოხატეს პედაგოგების მიმართ.
„სწავლების კარგად წარმართვაზე დამოკიდებულია არამც თუ სვე-ბედი მარტო მომავლის თაობისა, არამედ სვე-ბედი თვითონ ქვეყნისაც, რადგანაც ქვეყნის მომავალი მომავალის თაობის კუთვნილია და, მაშასადამე, მის ხელთ იქმნება.
განათლება ჰგავს მზესა, რომელიც ისე არ ანათებს, რომ იმავე დროს არ ათბოს და ისე არ ათბობს, რომ არ ანათოს“, - ღონისძიების დასასრულს კი, მოსწავლეებმა დიდი საზოგადო მოღვაწის ილია ჭავჭავაძის სიტყვები გაიხსენეს.
„გილოცავთ მასწავლებლის ეროვნულ დღეს, ძვირფასო მასწავლებლებო! დაე, ეს დღე ყოფილიყოს ყველა ჩვენთაგანისთვის კეთილშობილების, მიმტევებლობის, ყურადღების, მზრუნველობის, დაუზოგავი შრომის და განათლებულობის დღესასწაული .ჩვენი გარჯა, ჩვენი ენერგია, ზრუნვა და სიყვარული არ მოჰკლებოდეთ ჩვენს აღსაზრდელებს, ალალი იყოს ჩვენი ამაგი მათთვის! იმედი გვაქვს, რომ ქვეყანას ჩვენი აღზრდილების სახით ძლიერი საჭეთმპყრობელი ეყოლება და წაიყვანს სანუკვარი მიზნისაკენ“, - ამ ემოციური სიტყვებით კი, სკოლის დირექტორმა მაია ხუნაშვილმა დააგვირგვინა ღონისძიება.
ღონისძიებას ლაიტმოტივად გასდევდა ვალერი ჯანიაშვილის ლექსი:
ვიცი,რომ საწუთრომ უღმრთოდ გაგვწირა,
ვატყობ,რომ უზომოდ გიჭირს,
ამ ქვეყნად ვერავინ დაგიფასა,
მაწავლებელო,ნიჭი!
თუ დაგამცირეს და პატივი აგყარეს,
ღვაწლი დაგინარცხეს მიწას,
მაცხოვრს განუდგნენ,შეეკვრნენ ბარაბას
გზები მოიკვეთეს ხსნისა-
ნუ იტყვი,ამაგი არა ფასობს,
რისთვის ვემსახურო, ვისა?
რა ვქნათ თუ ცხოვრების ქარბორბალამ
შუქიც კი დაჩრდილა მზისა.
თუ კი დახურდავდა ზნეობა გროშებად,
ოქროთი ცდუნება დიდია,
ქვეყნის მომავალი-პატარა ქართველი,
აშკარად ბევრს ფეხზე კიდია.
- მაგრამ ნუ იფიქრებ ყველა წაიბილწა,
ყველამ განიძარცვა სული,
ჩემს პატარა გულში ისევ ძალუმად ძგერს,
ამაყი ქართული გული.
ვდგევარ შენს წინაშე მუხლზე დაჩოქილი,
შეწევნას კვლავ შენგან ველი,
შენ უნდა მაზიარო წინაპრის სიყვარულს,
გამზარდო,დავითად,ცოტნედ!
ისე შემაყვარა ჯვარცმული მამული,
მისთვის უყოყმანოდ მოვკვდე.
შენ უნდა მაქციო ალგეთის მგლის ლეკვად,
ჯავრი არ მაჭამო მტრისა,
შენ უნდა მასწავლო მოძმის სიყვარული
ჩემი მარჩევნინო სხისას.
უნდა დამარიგო როგორ გავუმკლავდე,
ურდოს,მოძალებულ მტრისას,
ან როგორ მოვუარო ამდენ სასაფლაოს
ძმის ხელით მოკლული ძმისას,
...მარტო ნუ დამტოვებ,კეთილო მოძღვარო,
ცალად ვერ გავხედნი მერანს,
ჯერ დაუბუმბლავი ბარტყი ვარ პატარა,
ვაითუ ვერ შევძლო ფრენა.
ვიცი მე უშენოდ დავიბნევი,
ცხოვრების დახლართულ გზებზე,
ვიცი მომხვდურები გამთელავენ,
მტრები იმძლავრებს ჩემზე.
-წამავლე ხელი ჩემო წინამძღოლო,
ერთად გავიტანოთ ლელო,
თორემ დაიწრიტა სისხლად და ცრემლებად,
ობოლი საქართველო.
მიგულე შენს გვერდით,შენს თანამოაზრედ,
სამშობლოს შევეწიროთ ზვარაკად,
შენი უანგარო თავდადება,
დე, დარჩეს ლეგენდად,არაკად!
მერე კვლავ აგიგებ იყალთოს,
კვლავ მოგიჩუქურთმებ გელათს,
და ასე შენს წინაშე ვალმოხდილი,
ამაყად გაგისწორებ მზერას.
გეტყვი, რომ ამაოდ არ დამშვრალხარ,ვიზარდე,ისე ვით მზრდიდი,
ხელთ მეპყრა მახვილი,მეპყრა საჭრეთელი,
ვომობდი,ვშრომობდი,ვქმნიდი,
... და რომ სასოებით აღვადგინე,
ძმებს შორის ჩატეხილი ხიდი.
-ღმერთმა მოგავლინა ჩემი სულის მხსნელად,
განწმენდას კვლავ შენგან ველი,
ოსტატო! შეგირდი გთხოვ,
ზარი დაირეკა, საკლასო ოთახში გელი.
იხილეთ ფოტოები: