საბავშვო ბაღის ბავშვებისთვის დასარიგებელი ტკბილეულისთვის სააგენტომ 780 ათას ლარზე მეტი გამოყო
04-11-2024

55 000 აღსაზრდელისთვის საახალწლო სასაჩუქრე ნაკრების შეძენის მიზნით, თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების სააგენტომ ტენდერი უკვე გამოაცხადა. გამარჯვებული კომპანია ვალდებულია შესყიდვის ობიექტის მიწოდება უზრუნველყოს 2024 წლის 02 დეკემბრიდან 2024 წლის 25 დეკემბრის ჩათვლით;

როგორც ოფიციალური დოკუმენტში ვკითხულობთ, ბაზრის კვლევის შედეგად სააგენტომ სასაჩუქრე ნაკრებების შესაძენად 781 550 ლარი გამოყო. რაც იმას ნიშნავს, რომ ერთი სასაჩუქრე ნაკრებისთვის 14,21 ლარა გათვალისწინებული. აქვე უნდა აღვნიშნოთ ის ფაქტიც, რომ აღსაზრდელები საახალწლო თემატიკის სათამაშოებსაც მიიღებენ, თუმცა ბაღების სააგენტო საქონლის შესასყიდად ცალკე ტენდერს გამოაცხადებს.

იხილეთ იმ ტკბილეულის ჩამონათვალი, რომელიც აღსაზრდელებს საახალწლოდ განკუთვნილი სასაჩუქრე ნაკრებებით უნდა დაურიგდეთ:

  • ბისკვიტის ნამცხვარი;
  • რძიანი შოკოლადის ფილა;
  • ვაფლის მილაკები;
  • ორცხობილა რძით;
  • კარამელის კანფეტი ჯოხზე;
  • დრაჟე ფერადი გლაზურით;
  • რძიანი შოკოლადი ხრაშუნა ვაფლით;
  • შოკოლადის ფილების ნაკრები;
  • შოკოლადის ბატონი სუფლეთი;
  • ვაფლი რბილი კარამელით და ჰაეროვანი სიმინდით რძიანი შოკოლადით.

იხილეთ საბავშვო ბაგა-ბაღების სია

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203