27 ოქტომბერს იაკობ გოგებაშვილის დაბადების დღეა. ეს გამორჩეული თარიღი დაბა თიანეთის N2 საჯარო სკოლაში განსაკუთრებულად აღინიშნა.
„დედა ენის“ ავტორის, საბავშვო მწერლის, პუბლიცისტის, მეცენატისა და საზოგადო მოღვაწის დაბადების დღეს დაწყებითი კლასების მოსწავლეთა ღონისძიება მიეძღვნა.
მოსწავლეებმა მწერლის შემოქმედებას ხოტბა შეასხეს, აღნიშნეს მისი ღვაწლი ქართველი ერის წინაშე და გოგებაშვილის მოთხრობების მიხედვით შექმნილი ნახატები გამოფინეს.
მოსწავლეებისთვის ღონისძიება მეტად შემეცნებითი და სახალისო აღმოჩნდა.
აღსანიშნავია, რომ სკოლაში არაერთი საგანმანათლებლო ღონისძიება იმართება, რაც მოსწავლეთა ცოდნის გაღმავებასთან ერთად, მათი ნიჭისა და შესაძლებლობების წარმოჩენას ემსახურება.
იხილეთ ფოტოები: