დედოფლისწყაროს N2 საჯარო სკოლის პირველი კლასის მოსწავლეებმა ანბანის სწავლა საზეიმოდ დაიწყეს.
მათ „ანბანეთში“ დამრიგებელი მზია არაბული შეუძღვა. პატარებმა, სწორედ მისი ხელმძღვანელობით, წინასანბანო პერიოდში დაგროვილი ცოდნა გამოავლინეს და დრო ნაყოფიერად გაატარეს.
აღსანიშნავია, რომ ისინი პირველ ასო-ბგერებსაც გაეცნენ, გააფერადეს, სამახსოვრო ფოტოები გადაიღეს და იხალისეს. გარდა ამისა, პედაგოგი პატარებს იაკობ გოგებაშვილის შესახებაც ესაუბრა. თემატური აქტივობების ბოლოს კი, სკოლის ეზოში ფერადი კვამლიც გაუშვეს.
„წარმატებული მომავალი, ჩემო პატარებო“,- ასეთია დამრიგებლის - მზია არაბულის სურვილები.
იხილეთ ფოტოები: