გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ ლემშვენიერას საჯარო სკოლის მოსწავლეებმა შემოდგომის სიუხვე და მრავალფეროვნება ღონისძიებით წარმოადგინეს.
პირველი კლასის დამრიგებლის - გულნაზ ავალიანის ინიციატივით, ასევე მოსწავლეთა მშობლების დიდი მხარდაჭერითა და ჩართულობით, ლამაზი ღონისძიება გაიმართა.
პედაგოგმა და მშობლებმა ბავშვებს დაუვიწყარი დღე აჩუქეს.
გაიმართა თემატური აქტივობები და გასვლითი ღონისძიება, სადაც მშობლებმა თავი მოიწონეს შემოდგომის ნობათის პრეზენტაციით, გააკეთეს ჩურჩხელები.
თემატურად მორთულ გარემოში მოსწავლეებმა საკუთარი შემოქმედება და ნიჭი წარმოაჩინეს. წელიწადის ოქროსფერ სეზონზე ისაუბრეს, დრო სასიამოვნოდ გაატრეს და სამახსოვრო ფოტოებიც გადაიღეს.
იხილეთ ფოტო: