ადიგენის მუნიციპალიტეტის დაბა აბასთუმნის საჯარო სკოლაში მასწავლებლის ეროვნული დღე აღინიშნა.
ღონისძიება მე-5 და მე-6 კლასის მოსწავლეებმა გამართეს და საყვარელ პედაგოგებს პროფესიული დღესასწაული დიდი სიყვარულითა და პატივისცემით მიულოცეს.
მოსწავლეებმა აღნიშნეს პედაგოგთა როლი განათლებული საზოგადოების ფორმირებაში, მათ შრომისა და ამაგისთვია მადლობა გადაუხადეს და მასწავლებლის პროფესიას ხოტბა შეასხეს.
მოსწავლეთა დამრიგებლები არიან - ანაიდა მირაქიანი და თეონა მამულაშვილი.
მასწავლებლის ეროვნული დღე ყოველი წლის 27 ოქტომბერს – ქართველი პედაგოგის, საქართველოში მეცნიერული პედაგოგიკის ფუძემდებლის, პუბლიცისტის, საბავშვო მწერლისა და საზოგადო მოღვაწის იაკობ გოგებაშვილის დაბადების დღეს აღინიშნება.
იხილეთ ფოტოები: