დაბა ლენტეხის N2 საჯარო სკოლაში მოსწავლეთა ცოდნის გაღრმავებაზე ორიენტირებული სასწავლო გარემოა ჩამოყალიბებული.
ამჯერად, იქ, პროექტის - „არა კიბერბულინგს“ ფარგლებში, სასკოლო საზოგადოებასთან საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა. აღნიშნულ ღონისძიებას მოსწავლეები და მასწავლებლები ესწრებოდნენ.
პროექტის მიზანი სასკოლო საზოგადოებაში, ბულინგისა და კიბერბულინგის შესახებ, ცნობიერების ამაღლება გახლდათ. როგორც სკოლაში გვიყვებიან, პრეზენტაცია ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელმა - ანანო ბაქრაძემ მოამზადა და წარადგინა.
შეხვედრა დისკუსიის რეჟიმში წარიმართა, მოსწავლეებმა თავიანთი აზრები და შეხედულებები მკაფიოდ დააფიქსირეს. გარდა ამისა, შეხვედრაზე, თემატური ანიმაციური ფილმები და ვიდეოები უჩვენეს.
იხილეთ ფოტოები: